ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები

როგორ შევარჩიოთ ავეჯი ერთ ოთახიანი ბინისთვის?!

 

მცირე საცხოვრებელი ფართი გაქვთ ? სწორი და გემოვნებიანი არჩევანის შემთხვევაში შეძლებთ საკმაოდ ლამაზი ოთახის მოწყობას

და მცირე სივრცის გამოთავისუფლებას.

- გამოიყენეთ ტრანსფორმირებადი დივანი - საწოლის ნაცვლად, დაკეცილ მდომარეობაში იგი იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს.

დღისით მისი გამოყენება შეიძლება რამდენიმე ადამიანის დასაჯდომად, ღამით კი მარტივად ტრანსფორმირდება საწოლად.

- აირჩიეთ ღია ფერის ავეჯი, ვინაიდან მუქი ტონები ვიზუალურად ამცირებენ სივრცეს და ამძიმებენ მას. გარემოს შესამსუბუქებლად

შესაფერისი იქნება მოქნილი გვერდების მქონე სკამები.

- დაკიდეთ ტელევიზორი სპეციალურ საკიდზე , ასევე ჩამოსაკიდი თარო, მათზე დაეტევა თქვენთვის აუცილებელი ნივთები, 

სანათი და წიგნები.

კლასიკური მაგიდის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე ზომის გასაშლელი მაგიდა. ასეთი მაგიდის ზოგიერთი ვარიანტი

ემაგრება კედელს და იშლება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე მცირე ადგილს დაიკავებს პატარა გასაშლელი "მაგიდა-წიგნი".

წყარო  rogor. ge