facebook pixel Ecohouse - ეკოჰაუსი - ბლოგი, საინტერესო და სასარგებლო რჩევები

ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები

როგორ შევარჩიოთ გამათბობელი როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები შეცდომები, რომელსაც სახლის გაყიდვისას უშვებენ 5 მნიშვნელოვანი საკითხი კვების კაბელების შესახებ როგორ შევარჩიოთ სახლის გათბობის რადიატორი როგორ შევარჩიოთ საღებავი როგორ ავარჩიოთ სამშენებლო მასალები როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი პარკეტი თუ ლამინატი?! ელექტროსადენების გადაბმის ხერხები კონდიციონერის ტიპები როგორ უნდა გააკეთოთ ზღაპრული მინიბაღი საკუთარი ხელით? როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ხის ავეჯს?! როგორ მოვაშოროთ საღებავის სუნი სახლიდან რემონტის შემდეგ?! მეტი სივრცე პატარა სახლში როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე (კუსტარულად)?! ...... ...... ...... ......
 

როგორ შევარჩიოთ გამათბობელი


1. ტიპები
გამათბობელი შეიძლება იყოს გაზის და ელექტრო. ელექტრო გამათბობელი სხვადასხვა სახისაა: ზეთის რადიატორი, ელექტრო გამათბობელი კონვექტორით და მის გარეშე, თბოვენტილატორი, პლაზმური გამათბობელი და სხვა.

2. გაზის გამათბობელი
გაზის გამათბობელის არჩევისას, გარდა მისი სიმძლავრისა, უნდა გაითვალისწონოთ, რომ მისი დამონტაჟების წერტილამდე უნდა იყოს გაზის მილის მიყვანის შესაძლებლობა და ჰაერგამწოვი მილის დამონტაჟების საშუალება.
გაზის გამათბობელი საკმაოდ ეკონომიურია და შეუძლია დიდი ფართის გათბობა, ელექტრო გამათბობელთან შედარებით (თუ არ გავითვალისწინებთ კონდიციონერებს გაგრილება/გათბობის რეჟიმით). ძირითადად, ჩვენს ქსელში არსებული გამათბობელების სიმძლავრე საკმარისია სტანდარტულ პირობებში გაათბოს ფართობი 25-დან 70 კვადრატულ მეტრამდე. ისინი აღჭურვილია უსაფრთხოების ევროპული სისტემებით. ასეთ გაზის გამათბობელს გარედან შემოაქვს ჰაერი წვის პროცესისთვის და ნამწვი მთლიანად გააქვს გარეთ. ჰაერის ვენტილაციის ან გაზის მიწოდების შეფერხებისას ავტომატურად გაითიშება. არის მოდელები თერმოსტატით და მის გარეშე. თერმოსტატის საშუალებით ხდება ტემპერატურის რეგულირება ოთახში. გაზის გამათბობლები არის სხვადასხვა ბრენდის და დიზაინის, მაგრამ მათი მოქმედების პრინციპი მსგავსია.

3. ზეთის რადიატორი
მათი კონსტრუქცია ძალზე მარტივია. მოწყობილობა წარმოადგენს ჰერმეტულ მეტალის კორპუსს, რომელიც დაყოფილია სექციებად და გავსებულია მინერალური ზეთით. ძირითადად ის აღჭურვილია ორი გამაცხელებელი ელემენტით (ე. წ. ,,ტენით").
ელექტრული გამათბობლისგან გამთბარი ზეთი გასცემს სითბოს გამათბობლის კორპუსზე, მისგან კი თბება გარშემო ჰაერი, შემდეგ ეს თბილი ჰაერი მიიწევს ზემოთ და ვრცელდება მთელ ოთახში. მის ადგილს გამათბობელთან იკავებს ცივი ჰაერი და ყველაფერი მეორდება.
რაც უფრო მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უკეთესია სითბოს გაცემა. გამათბობლები ერთნაირი სიმძლავრით და სხვადასხვა სექციების რაოდენობით, განსხვავებული დროის განმავლობაში ათბობენ ერთნაირი მოცულობის ოთახს. ცხრა სექციის მქონე რადიატორი, გაათბობს ოთახს უფრო სწრაფად, ვიდრე ხუთიანი, შესაბამისად, ცხრა სექციიანი რადიატორის კორპუსი გახურდება ნაკლებად, ვიდრე ხუთიანის.
სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის არსებობა, მის მოხმარებას უფრო მოხერხებულს ხდის, ზრდის მის მარგი ქმედების კოეფიციენტს (მქკ). არსებობს რადიატორები, მათშივე ჩადგმული ვენტილატორებით. ვენტილატორი ზრდის თბილი ჰაერის გავრცელების სისწრაფეს ოთახში - აჩქარებს მის გათბობას. გათბობის დაჩქარებას ასევე ხელს უწყობს ე.წ. ,,ბუხრის ეფექტი''. ამის მისაღწევად ზეთოვანი გამათბობელი შეიძლება იყოს აღჭურვილი სპეციალური თერმონასვრეტებით, კორპუსის გვერდებზე და ზემოდან. ამის დახმარებით იქმნება ჰაერის დამატებითი გაწოვა, ჩქარდება კონვექცია, თბილი ჰაერი ოთახში სწრაფად ვრცელდება. ზოგიერთ მოდელს გააჩნია ციფრული დისპლეი, რომელზეც გამოისახება მითითებული, ან ოთახში არსებული ტემპერატურა, ასევე სიმძლავრის დონის ინდიკაცია. შესაძლებელია ასევე მივუთითოთ გამორთვის დრო.

4. ელექტრო გამათბობელი, კონვექტორი, თბოვენტილატორი
ფართოდ არის გავრცელებული კედელზე დასაკიდი და იატაკის ელექტრო გამათბობელი, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს ვენტილატორი კონვექციისთვის (ცხელი ჰაერის დაბერვა). მოსახერხებელი და კომპაქტურია თბოვენტილატორები.
კედელზე დასაკიდი ელექტრო გამათბობელი ძირითადად მონტაჟდება ფანჯრის რაფის ქვემოთ და არ იკავებს დიდ ადგილს. კონვექტორის საშუალებით ძლიერდება თბილი ჰაერის დაბერვა, ქვედა ნაწილში არსებული ხვრელებიდან შესული ცივი ჰაერი თბება გამაცხელებელი ელემენტის საშუალებით და ვენტილატორის საშუალებით გამოიდევნება გამათბობლის ზედა მხრიდან.
თბოვენტილატორის დადებით მხარეს წარმოადგენს არა მარტო მისი კომპაქტურობა, არამედ ისიც რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჰაერის ვენტილატორი (თუ გამოვრთავთ გამაცხელებელ ელემენტს).

5. გამათბობლის სიმძლავრე
აუცილებელია გამათბობლის სიმძლავრის გათვალისწინება მისი შერჩევისას. რაც უფრო მეტია როგორც გაზის, ასევე ელექტრო გამათბობლის სიმძლავრე, მით უფრო დიდ ფართობს გაათბობს იგი.
როგორც ელექტრო ასევე გაზის გამათბობლის სიმძლავრეც იზომება ვატებში, კილოვატებში. გაზის გამათბობლის სიმძლავრე ძირითადად 5 კილოვატამდეა. ელექტრო გამათბობლის-3 კილოვატამდე. იმის გასარკვევად, თუ რა სიმძლავრის გამათბობელი ავირჩიოთ კონკრეტული ფართისთვის, შეიძლება ვიხელმძღვანელოთ შემდეგი ფორმული: საშუალოდ, სტანდარტულ პირობებში 0,7-1 კვტ. სიმძლავრის გამათბობელი საკმარისია 10 მ2. ფართობის გასათბობად (ჭერის სიმაღლე-2,5-2,7 მ). გასათვალისწინებელია ასევე სხვადასხვა პირობები, მაგ: დიდი, ნაკლებად ჰერმეტული ფანჯრების შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ უფრო მეტი სიმძლავრის გამათბობელი.
როგორც წესი, თანამედროვე გამათბობელს გააჩნია სიმძლავრის რეგულატორი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სასურველი რეჟიმის შერჩევა. რეგულირება შეიძლება იყოს როგორც რბილი, ასევე საფეხურებრივი.

როგორ შევარჩიოთ გათბობა



როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები


დღესდღეობით ლამინატი ძალიან აქტუალურია. იატაკის სხვა საფარებთან შედარებით ლამინატს უამრავი უპირატესობა აქვს. ის საკმაოდ იაფია, ადვილად დასაგებია და მოსავლელადაც მარტივია. და ბოლოს, ვიზუალურად ზოგიერთი ლამინატის ნამდვილი ხის იატაკისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა ერთი უარყოფითი მხარე ლამინატსაც აქვს, ის ძალიან ადვილად იკაწრება.

ნაკაწრების მოშორება

გულს ნუ გაიტეხთ, ეს პრობლემაც ადვილად მოგვარებადია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ საშუალებას:


ცვილის ფანქარი


თუ ნაკაწრი არც ისე ღრმაა, შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაფერისი ფერის ცვილის ფანქრით, რომლის შეძენაც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაშია შესაძლებელი. დაკაწრული ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ, მოაშორეთ მტვერი, წაუსვით ფანქარი, დააცადეთ რომ კარგად გაშრეს და გაწმინდეთ მშრალი შალის ნაჭრით.

ნაკაწრების მოშორება


ლამინატზე წასასმელი


ასეთ სპეციალურ მასლას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ლამინატს ღრმა ნაკაწრი აქვს. მისი შეძენა სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი და უნდა მოიხმაროთ ინსტრუქციის მიხედვით.

ნაკაწრების მოშორება


ცხელი მასტიკა


ეს ყველაზე საფრთხილო მეთოდია, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ იატაკი არ დაგეწვათ და თავადაც არ დაიწვათ. ის ისევე გამოყენება, როგორც ლამინატზე წასასმელი.


ბუნებრივი ცვილი


კარგად მოასუფთავეთ დაკაწრული ადგილი. შეგიძლიათ ცვილი შესაფერისი ფერის ფეხსაცმლის მაზში აურიოთ.

დაპრესვა


და ბოლოს, თქვნ უბრალოდ შეგიძლიათ შეცვალოთ დაზიანებული ადგილი.


ბოლტით დაკავშირება


შეცდომები, რომელსაც სახლის გაყიდვისას უშვებენ



სახლის გაყიდვა თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან შესაძლოა, ერთ-ერთი ამაღელვებელი აღმოჩნდეს. ახალ სახლში გადასვლის შესაძლებლობა და ძველის გაყიდვით მიღებული სარგებელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. სანამ კარგად გაერკვეოდეთ, თუ რა პირობებითა და რა ფასად ყიდით სახლს, მანამდე იზრუნეთ, რომ გაეცნოთ ვითარებას, რომ შემდეგ თქვენი გადაწყვეტილება სანანებელი არ გაგიხდეთ.

ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ, არის სახლის გაყიდვის გადაწყვეტა მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად თუ ემოციურად მზად არ არიან ამისთვის. ასეთ დროს მეგობრებსა და ახლოლებთან ამ საკითხის განხილვა კარგი საშუალებაა. ეს პრცესი დაგეხმარებათ, მოემზადოთ თქვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

გაითვალისწინეთ ბაზრის მდგომარეობა, ნუ მიიღებთ ბრმად გადაწყვეტილებებს, მაგალითად, თუკი ტურისტებისათვის მიმზიდველია ის ტერიტორია, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ეს ფაქტორი თქვენს სახლს ფასს მოუმატებს. ასევე დაგჭირდებათ გარკვეული უნარების გამოვლენა, მაგალითად, იმის, თუ როგორ წარმოუსახავთ თქვენი სახლის პერსპექტივას პოტენციურ მყიდველებს. თუ არ დაიხმართ მაკლერს, მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.

შემდეგი მცდარი ნაბიჯი შესაძლოა, იყოს სახლის შეფასება იმის მიხედვით, თუ რა თანხის მოგება გსურთ. გადახედეთ იმ სახლების ფასებს, რომლებიც თქვენს სამეზობლოში გაიყიდა, შედარეთ სახლების მონაცემები. ეს დაგეხმარებათ სწორი გასაყიდი ფასის შერჩევაში.

ადვილი გასაგებია, რომ სახლი, რომელსაც ყიდით, შესაძლოა, თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყოს, მას, ალბათ, თქვენთვის სენტიმენტალური ღირებულება აქვს. შესაძლოა, ეს არის სახლი, რომელშიც დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება და სადაც აღზარდეთ შვილები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პოტენციურ მყიდველს თქვენი სენტიმენტები არ აინტერესებს, რადგანაც, შესაძლოა, ცოტა ხანში ის გახდეს თქვენი სახლის პატრონი. ამიტომ ნუ დაამძმებთ მყიდველის გულს თქვენი სევდით.




შეცდომები, რომელსაც სახლის გაყიდვისას უშვებენ




5 მნიშვნელოვანი საკითხი კვების კაბელების შესახებ




ელექტრო კაბელები, ნებისმიერი ელექტრო სისტემის, ძირითადი კომპონენტებია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კაბელები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. არჩევანის შეჩერება თუ რომელი ტიპის ელექტრო კაბელი უნდა იქნას გამოყენებული, ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლებია.
რამდენად კარგადაც უნდა ერკვეოდეთ ელექტრო კაბელებში, შეიძლება არსებობდეს რაღაც, რაც თქვენთვის ახალია. მოკლე მონახაზი კვების კაბელების შესახებ, ის რაც უნდა იცოდეთ:

1. სპილენძის კაბელი ყოველთვის არ არის უკეთესი, ვიდრე ალუმინი. ბევრს მიაჩნია, რომ სპლინეძის კაბელი ბევრად უკეთესი დენის გამტარია ვიდრე ალუმინი, ეს არ არის სწორი. როდესაც საკითხი დგება თუ რომელი კაბელია უკეთესი, სპილენძის თუ ალუმინის, ბევრი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ელექტრო კაბელებთან დაკავშირებით, გამტარობა არ არის მხოლოდ რეზისტენტობის ზომის ფუნქცია, არამედ კაბელის ზომისა და საიზოლაციო მასალის უნიკალური კომბინაცია. აქედან გამომდინარე, როდესაც უზარმაზარი ძაბვა დიდ მანძილზე უნდა იქნას გამოყენებული, უმჯობესია და ეკონომიური გამოიყენოთ ალუმინის კაბელი.

2. კაბელის სიმძლავრეზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ამცირებს კაბელის გამტარუნარიანობას
გავრცელებული მცდარი აზრია, როცა ადამიანები ამბობენ, რომ კაბელების გამტარუნარიანობა მუდმივდ სტაბილურია, სინამდვილეში კაბელის გამტარუნარიანობა ცვალებადია და არ არის სტაბილური.
არა სტაბილურობას ძირითადად იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მიწის და ჰაწერის ტემპერატურა, თუ რა სიღრმეზეა მიწაში კაბელი და ა.შ.



5 მნიშვნელოვანი საკითხი კვების კაბელების შესახებ




როგორ შევარჩიოთ სახლის გათბობის რადიატორი


გათბობის სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რადიატორია. რადიატორის არჩევა, განლაგების დაგეგმარება და ფასები არის ის სირთულეები, რომლებსაც აუცილებლად წააწყდებით გათბობის სისტემის დამონტაჟებისას.

1 რადიატორის ტიპები - გათბობის სისტემის რადიატორები ძირითადად არის ორი სახის, სექციური და პანელური. პანელური რადიატორი ერთიანი კონსტრუქციაა, თუმცა შეგიძლიათ 40 სანტიმეტრიდან, 10 სანტიმეტრიანი ბიჯებით აირჩიოთ სიგრძე. სექციური კი, როგორც სახელიდანაც ჩანს, სექციებისგან შედგება და თქვენი სურვილისამებრ აწყობთ თითოეული წერტილისთვის სასურველ სიგრძეს. ერთი სექციის სიგანე საშუალოდ 8,0 სმ-ია. სექციური რადიატორი ვიზუალურად უფრო მიმზიდველია, თუმცა ფასიც შედარებით მეტი აქვს.

2 გარდა დიზაინისა, რადიატორები განსხვავდება მასალითაც. არსებობს ფოლადის, თუჯის, ალუმინის და ბიმეტალის შენადნობებისგან დამზადებული რადიატორები. არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ როგორც ფასი, ისე რადიატორის წონა და თბოგაცემის კოეფიციენტი. თბოგაცემის კოეფიციენტი დამოკიდებულია ხურების ფართობზე და გამოყენებულ მეტალზე. კარგი თბოგაცემით გამოირჩევა ფოლადი.

3 ფასი - აქ უნდა იყოთ ფრთხილად, რადგანაც რადიატორების გამყიდველები ცდილობენ მაქსიმალურად დააბნიონ მომხმარებელი. მაგალითად, იღებთ რეკლამას „პანელური რადიატორი 71 ლარად“ - შესანიშნავია, ამაზე იაფი რა უნდა იყოს. თუმცა, ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რა სიმაღლისა და სიგრძის რადიატორს გულისხმობენ. პანელური რადიატორები გამოიყენება 30-40-50-60 სანტიმეტრის სიმაღლის. მისი ფასი კი ერთი გრძივი მეტრის მიხედვით უნდა იყოს დაანგარიშებული. 71 ლარი დიდი ალბათობით 60 გრძივი სანტიმეტრის რადიატორის ფასი იქნება. მსგავსი რეკლამები ფასების შედარებას ართულებს და მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ.

4 შერჩევისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ ხურების ფართი. თუ რადიატორს აქვს მეტი ხურების ფართობი, ის უკეთ გაათბობს და ნაკლები რაოდენობის დაგჭირდებათ. ხურების ფართობის შესადარებლად დააკვირდით პანელური რადიატორის შიდა შემავსებელ ნაწილს. თუ ის მაქსიმალურად ავსებს რადიატორის მთლიან მოცულობას, ეს მეტყველებს რადიატორის მაღალ ხარისხზე. ნახევრად შევსებული მეტყველებს რადიატორის დაბალ თბოგაცემაზე, რომელიც ვერ მოგვცემს იმდენ კილოკალორიას რაც მოცემული ფართობის გასათბობადაა საჭირო.

5 განლაგება და მონტაჟი - რადიატორების განლაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი სახლის კომფორტი და მიმდინარე დანახარჯები. სწორად განაწილებული სისტემა უფრო დიდ ეკონომიას მოგცემთ და იდეალურად გაათბობს სახლს. განლაგება უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, საიდანაც სიცივე უფრო მეტად შემოდის სახლში (ფანჯრებთან, სახლის შესასვლელში კართან ახლოს).

6 ყველა რადიატორს სჭირდება ორი ონკანი, წყვილის ფასი 20 ლარიდან იწყება. უფრო მეტი ეკონომიის მისაღწევად რეკომენდირებულია თერმოსტატიანი ონკანების დაყენება. ამგვარი ონკანი ზომავს ოთახში ჰაერის ტემპერატურას და მას შემდეგ რაც ტემპერატურა თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, რადიატორს დროებით თიშავს სისტემიდან. ასე თქვენს სახლში იდეალურ ტემპერატურასა და მაქსიმალურ ეკონომიას მიაღწევთ. თერმოსტატიანი ონკანები საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა მიღებული ეკონომია ჩადებულ ინვესტიციას ამართლებს.

ახლა რადიატორის არჩევას თითქმის პროფესიონალის დონეზე შეძლებთ.

გათბობის რადიატორის შერჩევა



როგორ შევარჩიოთ საღებავი




როდესაც ოთახის დიზაინს ვცვლით, ამ პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი კედლების შეღებვაა, ანუ საღებავის არჩევა ფერისა და ხარისხის მიხედვით. ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით, საღებავების გამოყენება ნაკლებად საშიშია, რადგან ზეთისა და მისი გამხსნელის ნაზავი ახლა ხშირად ჩანაცვლებულია წყლითა და აკრილით.
სანამ საღებავს შეარჩევდეთ, მოიმარაგეთ საჭირო იარაღები. შეგიძლიათ, შეღებოთ ყველაფერი: კედლები, ჭერი, ხის ზედაპირი, რადიატორები. თუკი ხის მასალით დამზადებული იატაკი გაქვთ, რომელიც ხელის შევლებას საჭიროებს, შეღებვა კარგი გამოსავალია.
წყალზე დამზადებული საღებავები, ტრადიციულად, მხოლოდ კედლებისა და ჭერის შესაღებად გამოიყენებოდა, თუმცა ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა. ახლა ისინი გამოიყენება როგორც ხის, ასევე მეტალის შესაღებად, ექსტერიერისა თუ ინტერიერისთვის. წყალზე დამზადებული საღებავების უპირატესობა ის არის, რომ ისინი უფრო სუფთაა და გამოიყურება ბუნებრივად.
გამხსნელსა და ზეთზე დამზადებული საღებავები გამოიყენება მაშინ, როდესაც ღებავენ აგურს ან ავეჯს.
ყველანაირი საღებავი შედგება 4 ინგრედიენტისგან: პიგმენტი, შემკვრელი (წებოს მსგავსი ნივთიერება), დანამატები და სითხეები. როგორც წესი, პიგმენტების უხვი შემცველობა უკეთესი ხარისხის გარანტია.
როდესაც საღებავს ექსტერიერისთვის არჩევთ, უნდა გაითვალისწინოთ გარემო და ფერები, რომლებიც თქვენი სახლის გარშემო დომინირებს, რათა არ დაირღვეს საერთო ჰარმონია.



როგორ შევარჩიოთ საღებავი




როგორ ავარჩიოთ სამშენებლო მასალები




როდესაც მშენებლობას ვიწყებთ, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობთ, თუ როდის დავინახავთ დასრულებულ ნაგებობას და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ მშენებლობის პროცესს. მაგალითად, ყურადღებით არ ვარჩევთ სამშენებლო მასალას, სანამ რამე ინცინდენტი არ მოხდება. სამშენებლო მასალის მნიშვნელობას, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ვხვდებით ხოლმე, როდესაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება. რადგანაც საცხოვრებელი სახლი ჩვეთვის განსაკუთრებული სივრცეა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ამართლებს იგი ჩვენს მოლოდინს. სამშენებლო მასალის სწორად არჩევა ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ თქვენი სახლი იქნება მყარი და დიდხანს არ დასჭირდება ხელის შევლება. შესაძლოა, ხარისხიანი სამშენებლო მასალა შედარებით ძვირი ღირდეს, თუმცა მისი გამოყენება რეკომენდირებულია გარანტირებული შედეგის გამო. სჯობს, თავიდან გაიღოთ მეტი ფინანსები და ხარისხიანი შედეგი მიიღოთ, ვიდრე მცირედი ეკონომია უარყოფითად აისახოს საბოლოო შედეგზე. აქ შეგიძლიათ, გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას სამშენებლო მასალებზე, რათა საკუთარმა სახლმა სიხარულის ნაცვლად მწუხარება არ მოგიტანოთ:

ცემენტი
ცემენტი, მეტნაკლებად, სტანდარტული ხარისხისაა ხოლმე, თუმცა თუკი ცობილი ბრენდის პროდუქციას შეიძენთ, უკეთესი იქნება, შედეგის თვალსაზრისით.

რკინაბეტონი
ძლიერი სტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენეთ რკინაბეტონი. იგი შეიცავს ნაკლებ ნახშირბადსა და მეტ სილიკონს.

ხე
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ხის ჯიშის შერჩევის შემდეგ, მისი ასაკია. მუქი ფერის ხე, როგორც წესი, მეტად ასაკიანი და გამძლეა. ისეთი ხე აარჩიეთ, რომლის წყლის შემცველობაც 20%-ზე ნაკლებია, რათა გარანტირებული იყოს მისი სიმტკიცე. დარწმუნდით, რომ იგი გამომშრალია, რომ ადვილად არ დალპეს.

ქვიშა და ხრეში
მშენებლობის პროცესში ქვიშისა და ხრეშის მნიშვნელობა განუსაზღვრელია. მათი ბუნებრივ მასალებთან არევა დადებითად მოქმედებს კედლის სიმტკიცეზე. გაუსუფთავებელი ქვიშისა და ცემენტის გამოყენება თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ დაამუშავეთ ისინი და ისე გამოიყენეთ.

აგური
აგური, ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე მნნიშვნელოვანი კომპონენტია მშენებლობის დროს. აარჩიეთ ისეთი აგურები, რომელთა გატეხაც რთულია. ისინი ერთი ზომის უნდა იყოს. ეცადეთ, აირიდოთ უკვე გატეხილი აგურის გამოყენება.

სახურავის კრამიტი
თუკი კრამიტის ხარისხის შემოწმენა გსურთ, ამის საუკეთესო და უმარტივესი მეთოდი მასზე დაკაკუნებაა, თუ იგი მსუბუქ და სასიამოვნო ხმას გამოსცემს, მაშინ ის ხარისხიანია. კარგ კრამიტს გლუვი ზედაპირი აქვს. შეარჩიეთ ისეთი ფერის კრამიტი, რომელიც შეესაბამება სახლის კედლებს.

როგორ ავარჩიოთ სამშენებლო მასალები




როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი




ზაფხულის დადგომასთან ერთად კონდიციონერის შეძენა მეტად აქტუალური ხდება.

1

მოწყობილობის ტიპი- კონდიციონერები იყოფიან ორ ტიპად სპლიტ სისტემა - შედგება გარე და შიდა ბლოკისგან, ერთმანეთთან კი შეერთებულია ელექტროსადენით და მილით რომელშიც ფრეონი ცირკულირებს.
მონობლოკის ყველაზე გავრცელებული ტიპი არის სპლიტ სისტემა (კედლის) — შედგება 2 ბლოკისგან, შიდა ბლოკი ძირითადად ყენდება კედელზე მაღლა, ფანჯარასთან ახლოს, ხოლო გარე ბლოკი კედლის გარეთ. კედლის სპლიტ-სისტემა შესაძლებელია დააყენოთ სახლში, ოფისში მაღაზიაში, მათი სიმძლავრე მერყეობს 2-10 კვტ-მდე. ასეთი ტიპის კონდიციონერები აციებს 15-100 მ² -ს.

2

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ კონდიციონერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შენობის რამდენიმე თავისებურება:
პირველ რიგში - დაითვალეთ 1000 ვატი 8-10 მ²-ზე.
მეორე რიგში - მიღებულ ციფრს დაამატეთ 20-30 %, თუ მზე დღის დიდ მონაკვეთში ადგება ფანჯრებს.
მესამე რიგში - ასევე დაამატეთ შენობაში არსებული ადამიანების რაოდენობა 1 ადამიანი 100 ვატი..

3

გაციება - ძირითადად გაციების ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს, არის 16 გრადუსი. ბევრ კონდიციონერს გარდა გაციებისა აქვს გათბობის ფუნქციაც, რომელიც ხორციელდება რევერსული კომპრესორის საშუალებით. ზოგიერთს კი აქვს სპეციალური ელექტრო მოწყობილობა, რომლის საშუალებით გათბობა ხორციელდება, გარეთ ყინვის დროსაც. თუმცა -30 გრადუსის შემთხვევაში გირჩევთ არ გამოიყენოთ რადგან კონდიციონერი მალე გაფუჭდება.

4

იონიზაცია -იონიზატორიანი კონდიციონერი ხელს უწყობს აერო იონებით ჰაერის გაჯერებას. დახურულ შენობაში (ოფისში, ოთახში) აერო იონების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, ამიტომ იონიზატორის არსებობა გაუმჯობესებული ხარისხის ჰაერის გარანტიაა.

5

ჰაერის გაშრობა -ჰაერის გამოშრობის რეჟიმში კონდიციონერი მუშაობს ისევე, როგორც გაციებისას, ოღონდ ამ დროს ტემპერატურა შენობაში მხოლოდ 1 გრადუსით ცივდება.

6

ვენტილაცია - ამ დროს მუშაობს მხოლოდ შიდა ბლოკი, რომლის საშუალებით ხდება ჰაერის თანაბარი გადანაწილება შენობაში. ეს მოსახერხებელია ზამთარში, როდესაც გამათბობელის მიერ გამოცემული სითბო, ვენტილაციის საშუალებით თანაბრად ნაწილდება მთელ ფართობზე.

7

ტაიმერი -კონდიციონერის ავტომატური ჩართვა-გამორთვა თქვენს მიერ მითითებული დროის მიხედვით.

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი




პარკეტი თუ ლამინატი?!


პარკეტი და ლამინატი ერთმანეთისაგან განსახვავებული იატაკის საფარია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერში. პარკეტი ბუნებრივი ხის იატაკის საფარია, ხოლო ლამინატი – ხელოვნურად შექმნილი ცივი იატაკი, რომელიც შედგება ხის მერქნისა და სინთეტიკური პოლიმერისაგან. ბუნებრივია, თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისება, რაც სასურველია ვიცოდეთ, რათა შემდგომში თავად ავირჩიოთ თუ რომელ მათგანი დაამშვენებს ინტერიერს.

ლამინატის დადებითი მხარეა:პრაქტიკულობა მონტაჟის და ექსპლოატაციის დროს. იგი მარტივად მოსაწყობია, არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ცოდნას და "ბოქლომური" შეერთებით ხდება მისი მოწყობა. იგი არ "ხუნდება" მზის სხივზე. ლამინატი გამოიყენება როგორც სახლში, ასევე ოფისებში. ლამინატის საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს სხვადასხვა ფერის შეხამებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია საკუთარი დიზაინის დაკვეთა. ხარისხიანმა ლამინატმა სახლის პირობებში შესაძლოა 20 წლის მანძილზე დაამშვენოს თქვენი სახლის იატაკი.

ლამინატის მინუსებს შესაძლოა მივაკუთვნოთ ის, რომ იგი საკმაოდ ცივია და საჭიროებს იატაკის გათბობის სისტემას. სიარულის დროს გააჩნია გარკვეული სახის ხმა და დაბალი ხმის იზოლაცია. ლამინირებული იატაკი არ ექვემდებარება რესტავრაციას და თუ რაიმე მძიმე საგნით დაზიანდა, საჭიროა მისი გამოცვლა. ლამინატის გაწყობისათვის საჭიროა იდელურად სწორი იატაკი და ბოლოს, იგი ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა ხელოვნური მასალაა.

პარკეტის დადებითი მხარეა 100%–ით ნატურალური შემადგენლობა. იგი კომფორტულ და თბილ გარემოს ქმნის სახლში. მყუდროა და ექვემდებარება დაზიანების შემთხვევაში რესტავრაციას (არსებული ფასებით ციკლოვკა 1 კვ.მ–სი 12 ლარიდან). იგი ეწყობა მარტივად და სწრაფად, მარტივია მისი მოვლა. პარკეტი არ აგროვებს სტატიკურ ენერგიას, არამედ აბსოლუტურად ანტისტატიკურია. მისი საშუალო ექსპლოატაციის ვადა არის 30 წელი.
პარკეტის მინუსები კი შემდეგში მდგომარეობს, იგი დაცული უნდა იქნას მასზე ქიმიური ნივთიერებების მოხვედრისაგან. ოთახში შენარჩუნებული უნდა იყოს მუდმივი ტემპერატურა და სინოტივე. რეკომენდაციის სახით, სასურველია მისი მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენება.

პარკეტი თუ ლამინატი




ელექტროსადენების გადაბმის ხერხები


ერთი შეხედვით ჩანს, რომ ელექტროობა ჩვეულერივი მოკვდავისთვის მიუწვდომელი თემაა და ვერასოდეს შევძლებთ საკუთარი ძალებით გავაკეთოთ სახლში პატარ-პატარა საქმეები, რომელიც სადენებთან არის კავშირში, თუმცა ეს ასე არ არის.
ამ პოსტში წარმოგოდგენთ რამდენიმე ხერხს, რომლის უმეტესობას თავადაც უმარტივესად გაართმევთ თავს.
როგორ დავაკავშიროთ ხაზები სწორად და სადენების გადაბმის რა ვარიანტები გვაქვს:

მოხრახვნა


მოხრახვნა

ეს არის ხაზების შეერთების ძირითადი და უმარტივესი საშუალება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოხრახვნისას სადენები სრულყოფილად შეერთებულად არ ითვლება. საიმედო კონტაქტის უზრუნველსაყოფად, ის უნდა დაილუქოს ან დაპაიკდეს. თუმცა თუ დროებითი გაყვანილობა გჭირდებათ, მაშინ მოხრახვნაც საკმარისია.
დაბეჯითებით ვერ იტყვი, მოხრახვნის ტიპის გაყვანილობა რამდენ ხანს გაძლებს. ყველაფერი გარემო პირობებზეა დამოკიდებული (ტენიანობა, ტემპერატურა). შესაძლოა 10 წელი გავიდეს და ელექტროგაყვანილობამ იმუშაოს ან თუნდაც რამდენიმე თვეში გაფუჭდეს.ამ ხერხის არასანდოობის მიზეზი ხაზების განლევაა, შედეგი კი – ცუდი კონტაქტი. გადაბმის ადგილი ცხელდება, შემოხვეული იზოლენტა დნება, რაც შემდგომ მოკლე ჩართვის მიზეზიც ხდება. ამის გამო ხშირად ფუჭდება სახლში ელექტრო მოწყობილობები.
ამ პროცესში აუცილებლად დაგჭირდებათ ბრტყელტუჩა. გაათავისუფლეთ ხაზების ბოლო ნაწილი (მოაცილეთ დამცავი ფენა), ყველა განშტოება ერთ ზომაზე დააყენეთ, მოკიდეთ ბრტყელტუჩა ყველას ერთად და მოხრახნეთ. ჩვენი რეკომენდაციით, იმისთვის რომ ამ ხერხმა დიდხანს გაგიძლოთ, ერთ ხრახნში 7-დან 12 ხაზამდე მოაქციეთ.



ხაზების დაპაიკება


დაპაიკება



კიდევ ერთი ხერხი ელექტრო მავთულების შეერთების, არის დაპაიკება.
ეს ხერხი გამოიყენება როდესაც მოხრახნილ მავთულებს გვინდა მეტი გამძლეობა მივცეთ ან მრავალდაბოლოებიანი ელექტროსადენი გვაქვს. ეს ხერხი უზრუნველყოფს სანდო ელექტრო კავშირს და გარდა ამისა იცავს ზედაპირს კოროზიისგან. ჩვენი აზრით, ელექტროსადენების ერთ-ერთი საუკეთესო და სანდო ხერხი სწორედ რომ დაპაიკებაა.
დაპაიკება მაგალითად იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც შტეფცელს და შტეკერს ვამაგრებთ ელექტრო ხაზზე. დაპაიკებისთვის გვჭირდება შემდუღებელი 100 ვატი სიმძლავრით და კალა. ჩართეთ შემდუღებელი, დააცადეთ რამდენიმე წუთი, რომ გაცხელდეს, შემდეგ კალის მეშვეობით მიადუღეთ მავთულები

მიდუღება (სვარკა)


მიდუღება



მიდუღებაც ერთ-ერთი ვარიანტია ელექტროსადენების შეერთების და მასობრივ მშენებლობებში გამოიყენება.
ეს მეთოდი ბევრად უფრო ჩქარია და იაფიც. ამ ხერხის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ 500 ვატიანი ტრანსფორმატორი 36-ვოლტიანი ძაბვით ან მიმდუღებელი აპარატი (სვარკის აპარატი) ნახშირბადის ელექტროდებით.

დაპრესვა


დაპრესვა



ეს ხერხიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება. ამ დროს ხაზები ერთდება სპეციალური გილზების საშუალებით, შემდეგ კი იპრესება აპარატით. გილზები მზადდება სხვადასხვა მასალისგან: სპილენძი, ალუმინი და ა.შ.

ბოლტით დაკავშირება


ბოლტით დაკავშირება



ასეთი შეერთება საკმაოდ იშვიათია, თუმცა გამძლეა და უძლებს დიდ ძაბვას.
სადენების დაკავშირების ამ ხერხს იყენებენ სპილენძის ან ალუმინის სადენების შეერთებისას.

გადასაბმელით დაკავშირება


გადასაბმელით დაკავშირება



სადენების შეერთების გავრცელებული ხერხი, რომელიც არ მოითხოვს დიდ ცოდნას.
უბრალოდ ყიდულობთ საჭირო მასალას და პირდაპირ არგებთ დაბოლოებებს, თუმცა ამ მეთოდის მინუსი მდგომარეობას იმაში, რომ ვერ უძლებს მაღალ დენს.

პირდაპირი გადაერთება


პირდაპირი გადაერთება



რატომ არ შეიძლება სპილენძის და ალუმინის მავთულების პირდაპირ ერთმანეთზე გადაერთება?
გარდა იმისა, რომ სპილენძი და ალუმინი შეუთავსებელი ნივთიერებებია, მიზეზი ორია:
1. ალუმინის ხაზების განლევა, რაც იწვევს საბოლოოდ ხაზის ზედმეტად გადახურებას.

2. კონტაქტის შესუსტება, რაც ასევე ალუმინის ხაზის ზედმეტი გადახურებით არის გამოწვეული.




კონდიციონერის ტიპები


ფანჯრის კონდიციონერები
ფანჯრის კონდიციონერი დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა დიდი პოპულარობით. მას განასხვავებდა შედარებით დაბალი ღირებულება, და მარტივი მონტაჟი. მისი სიმძლავრის სპექტრი ვრცელდება 2-დან, 6 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერებს გააჩნიათ ბევრი ნაკლი და მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - ხმაურის მაღალი დონე.

მობილური კონდიციონერები
მობილურ კონდიციონერს გააჩნია პატარა ბორბლები რაც მის გადადგილებას მარტივებს. მაქსიმალურად გამარტივებული მონტაჟი, და მობილურობა არის მისი ძირითადი უპირატესობა, მაგრამ მისი გადადგილება შენობაში შეზღუდულია შლანგის სიგრძით რომლის მეშვეობით ხდება ცხელი ჰაერის გარეთ გაგდება. ამ ტიპის კონდიციონერის ნაკლია - ხმაურის მაღალი დონე, დაბალი მარგქმედების კოეფიცენტი, და მაღალი ღირებულება.

სპლიტ სისტემები
პირობითათ გამოყოფენ ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებს და მულტისპლიტ-სისტემებს. ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა შედგება ერთი გარეთა და ერთი შიდა ბლოკისგან; მულტისპლიტ-სისტემაში გარე ბლოკი ერთია ხოლო შიდა ბლოკების რაოდენობა შეზღუდულია 4 ელემენტით. მულტისპლიტ-სისტემა უფრო რთული და მრავალსახოვანია ვიდრე ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა, მულტისპლიტ-სისტემის შიდა ბლოკები განსხვავდება სიმძლავრის და ტიპის მიხედვეთ. მონტაჯის სირთულის გამო იზრდება სისტემის მონტაჟის ღირებულება. სპლიტ-სისტემებს გააჩნიათ ტემპერატურის საკმაოდ ზუსტი რეგულირების სისტემა, აგრეთვე გააჩნია ჰაერის ნაკადის მიმართულების, და საჩქარის რეგულირების საშუალება, გათბობის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია, ავტომატური ჩართვა-გამორთვის ტაიმერი და სხვა მრავილი ფუნქცია, მათი თვისებები და რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია ზოგადათ კონდიციონერის ბრენდზე, და მოდელზე. ამჟამად სპლიტ-სისტემის კონდიციონერი არის ყველაზე გავრცელებული და პოპულალური რადგანაც საკმაოდ ეკონომიურია და უწევს კონკურენციას გაზის გამათბობლებს და სხვა გათბობის სისტემებს.

კედლის კონდიციონერები
კედლის კონდიციონერების სიმძლავრე მერყეობს 2-9 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერის დაყენება შეიძლება ნებისმიერ ფართში(ოფისი, ბინა), რომლის ფართობი არ აღემატება 100 კვ. მ. მანძილი შიდა და გარე ბლოკს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5-8 მეტრს. ეს არის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი (ღირებულების მხრივ) სპლიტ-სისტემის ტიპის კონდიციონერი.

არხული კონდიციონერი.
არხული კონდიციონერი განკუთვნილია ერთდროულად რამდენიმე სათავსოს (ოთახის) გასაგრილებლად. მისი სიმძლავრე (20 კილოვატამდე, და მეტი) საკმარისია დიდი საცხოვრებელი ბინების, სახლების და ოფისების გასაგრილებლად. არხული კონდიციონერი როგორც წესი იკიდება შეკიდული და ფაკტიური ჭერებს შორის არსებულ სივრცეში. მისი დიდი უპირატესობა სხვა სპლიტ-სისტემებთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია შენობაში სუფთა ჰაერის შემოტანა, ამ თვისებიდან გამომდინარე, უმეტეს წილად მას იყენებენ ცენტრალიზებულ სავენტილაციო სისტემებში.

კასეტური კონდიციონერები.
კასეტური კონდიციონერი მონტაჟდება შეკიდული და ფაკტიური ჭერებს შორის არსებულ სივრცეში, მაგრამ არხული კონდიციონერისაგან განსხვავებით(რომელიც მთლიანად იმალება ამ სვრცეში), იმალება ნაწილობრივ, ქვედა ნაწილი რომელიც დაფარულია დეკორატიული პანელით ჩანს შეკიდული ჭერის ზედაპირზე. კასეტური კონდიციონერის ზომები სტანდარტიზებულია, და როგორც წესი შეადგენს: 60x60 სმ ან 120x120 სმ, რაც სტანდარტული შეკიდული ჭერის ფილების ზომებს ემთხვევა, და შეკიდული ჭერის ფილის მაგივრად მოტაჟის საშუალებას იძლევა. კასეტური კონდიციონერი ჰაერს ოთხი მიმართულებით ანაწილებს, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გათბობა/გაგრილებას კედლის კონდიციონერებთან შედარებით.

ჭერ-იატაკის კონდიციონერი
ჭერ-იატაკის ტიპის კონდიციონერი - არის ალტერნატიული ვარიანტი კედლის და კასეტური-ტიპის კონდიციონერების შორის. მათგან განსხვავებით იგი მონტაჟდება ჭერზე ან კედელზე(გათბობის რადიატორის მსგავსად) და უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ განაწილებას. კასეტური ტიპის კონდიციონერებისაგან განსხვავებით იგი ვერ უზრუნველყოფს ფარულ მონტაჟს, და აქედან გამომდინარე არ მოითხოვს შეკიდული ჭერის არსებობას.

პოლონური კონდიციონერები
კოლონურ კონდიციონერს აქვს შედარებით დიდი წარმადობა და აქედან გამომდინარე გამოიყენებიან დიდი ფართობის სათავსოების გასაგრილებლად. მათ გააჩნიათ დიდი გაბარიტები და წონა. ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება მათთან ახლოს, რაც განაპირობებს სპეციფიურ განთავსებას არსებულ ფართში.

კონდიციონერის ტიპები



როგორ უნდა გააკეთოთ ზღაპრული მინიბაღი საკუთარი ხელით?


მინიბაღი მინის ქილაში – ეს ორიგინალური რამ შეგიძლიათ თქვენი სახლისთვის თავად შექმნათ, რაც ადვილი გასაკეთებელი და მოსავლელია. თუ მცენარეების მოვლისთვის დიდი დრო არ გაქვთ ეს ნამდვილად თქვენთვისაა. ჩვენი რჩევების და თქვენი ფანტაზიის წყალობით თქვენს სახლს ორიგინალურ და ეფექტურ დეკორს შესძენთ. გთავაზობთ მინიბაღის რამდენიმე ვარიანტს



რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები

გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელი ღრმა უნდა იყოს, რადგან მცენარის ფესვებს გასაზრდელად ადგილი ჰქონდეს. ჭუჭლის არჩევისას შეგიძლიათ თქვენი არჩევანი შეაჩეროთ აკვარიუმზე, საყვავილეზე, ჩაიდანზე, ბოკალზე, ბოთლზე, სააფთიაქო კოლბაზე და ა.შ.



რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები

ნებისმიერი უპრეტენზიო მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს თავისუფლად გაიზრდება მინიბაღის პირობებში. ისეთი მცენარეები აარჩიეთ, რომლებიც ერთად კარგად გაიზრდებიან. გთავაზობთ იმ მცენარეებს, რომლებიც მსგავს პირობებში ყველაზე კარგად ხარობენ.

აი, რა დაგჭირდებათ მინიბაღისთვის:

მსუბუქი ნიადაგი, რომელიც ადვილად შეიწოვს წყალს; კენჭები, რომელსაც ზემოდან მოაყრით მიწას და ასევე მიწის ქვეშაც დაყრით; სადრენაჟო ხვრელის არასებობის შემთხვევაში აუცილებელია ნახშირის ტაბლეტების გამოყენება; ხავსი, რომელიც და ჭარბ ტენს შთანთქავს; გასაფორმებლად გამოიყენეთ ქვები, ნიჟარები, თაბაშირის ჯუჯები, პატარა ქანდაკებები.



რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები

როგორ გავაკეთოთ მინიბაღი?
პირველ რიგში გარეცხეთ მინის ჭურჭელი, შემდეგ 2,5 სმ-ის სისქეზე დაყარეთ ერთად შერეული 1 მუჭა ნახშირის ტაბლეტები, კენჭები, ხრეში. დააფარეთ ხავსი, დააყარეთ მიწა. ამის შემდეგ მცენარე ამოიღეთ კონტეინერიდან და გადაიტანეთ მინის ქილაში, ფესვები კარგად უნდა ჩავიდეს მიწაში. გააფორმეთ ბაღი დეკორის ელემენტებით.



რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები

დაიმახსოვრეთ, რომ დიდი რაოდენობით წყლით მორწყვა არაა რეკომენდებოლი, ოდნავი დატენიანებაც საკმარისია. მცენარე მისი თვისებიდან გამომდინარე კვირაში ან თვეში ერთხელ მორწყეთ. თუ შეატყობთ, რომ მცენარე ხმება, ან რაიმე დაავადება უჩნდება აუცილებლად მოაშორეთ სხვა მცენარეებს. თუ თქვენი ბაღი დახურული იქნება პერიოდულად, ვენტილაციისთვის თავი მოხადეთ ჭურჭელს.

რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები



როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ხის ავეჯს?!


თითქმის ყველა დიასახლისის პრობლემაა ავეჯის ზედაპირზე, ლამინირებულ იატაკზე ან ხის კარზე გაჩენილი მცირე ნაკაწრები, რომლის “ამოვსებაც” საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია დაზიანებული ზედაპირიდან მათი სრული გაქრობა , თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს დეფექტები მაქსიმალურად შეუმჩნეველი გახადოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ავეჯი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს, გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ხერხებს:

1. გამოიყენეთ ნიგოზი!
შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვეულებრივ ნიგოზს, შუაზე ან ოთხად გაჭრილს თუ წაუსვამთ ნაკაწრებს, მათი შემჩნევა უკვე გაგიჭირდებათ. მთავარია, რომ ნაკაწრები ამოივსოს ზეთით, რომელსაც ნიგოზი უხვად შეიცავს.

2. ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნაზავი
ამ ინგრედიენტების შერევით (დოზირება: 1/4 ჭიქა ძმარი + 3/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი) მიიღებთ სითხეს, რომლითაც უნდა გაწმინდოთ დაზიანებული ზედაპირი, შემდეგ კი მშრალი ქსოვილით შეამშრალოთ.

3. იოდი და მანქანის ზეთი
თუ ავეჯი მუქი ფერისაა (დამზადებულია კაკლის, მუხის ან რომელიმე წითელი მერქნის ჯიშის ხისგან), ყველაზე მარტივი გამოსავალია ნაკაწრები დამუშავდეს იოდით ან მანქანის ზეთით. დაამუშავეთ ნაკაწრი, დაელოეთ ცოტა ხანი და შემდეგ სუფთა ნაჭრით მოამშრალეთ.

4. მარკერი
ხის ფერის შესაბამისი მარკერი შესანიშნავად დაფარავს დეფექტებს, მთავარია, რომ ფერი ზუსტად შეარჩიოთ და სხვაობა არ მიიღოთ.

5. ავეჯის ცვილი
მდფ–ისა და დსპ–ეს მასალის ნაკაწრებს კარგად ებრძვის სპეციალური ცვილი, რომლის გამოყენებამდეც კარგად უნდა გაიწმინდოს ზედაპირი მტვრისაგან. მას შემდეგ, რაც წრიული მოძრაობით წაუსვამთ ცვილს ნაკაწრებს, აცალეთ გაშრეს 5–20 წუთი და გააპრიალეთ ბამბის ნაჭრით, ან სპეციალური ხელსახოცით.

6. ჩაის ნაყენი
ეს უმარტივესი მეთოდია, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნაკაწრებს! დააყენეთ შავი ჩაი 30 მლ. ადუღებულ წყალში და აცადეთ, რომ მუქი ფერი მიიღოს. შემდეგ ბამბის დახმარებით დაამუშავეთ დაზიანებული მონაკვეთები.

7. ყავის გრანულები
ისევე როგორც მუქი ფერის ჩაის შემთხვევაში, ყავასაც შეუძლია დაფაროს ნაკაწრები, ამისათვის, 1 სუფრის კოვზ ყავის გრანულებს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, რომ მიიღოთ სქელი მასა. წაუსვით ნაკაწრებს ბამბის გამოყენებით და ეცადეთ, დაუზიანებელ მონაკვეთებს არ შეეხოთ. ნარჩენები მოაცილეთ მშრალი ნაჭრით.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს მიანიჭებთ უპირატესობას ნაკაწრების მოსაშორებლად, თავდაპირველად აუცილებელია შეამოწმეთ, როგორ ზემოქმედებას იქონიებს იგი ხის ზედაპირზე. ამისათვის, ჯერ მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეთ პატარა მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია და დააკვირდით შედეგს.

როგორ მოვაცილოთ ნკაწრები ხის ავეჯს



როგორ მოვაშოროთ საღებავის სუნი სახლიდან რემონტის შემდეგ?!

 

რემონტის გარეშე თითქმის ვერცერთი ადამიანი ვერ ცხოვრობს კომფორტულად. ეს არის აუცილებელი და გეგმიური რუტინა ბინაში. მისი დახმარებით გარემო იცვლება უკეთესბისკენ და წესრიგდება საცხოვრებელი პირობები. თუმცა პროცესში სხვადასხვა დისკომფორტთან ერთად, სამწუხაროდ ჩნდება რამდენიმე არასასურველი გარემოებაც, ერთ-ერთი მათგანია საღებავის არასასურველი სუნი. ზოგჯერ ის იმდენად მძაფრია, რომ თითქმის ყველა ნივთსა და ავეჯს ჟღინთავს. თუ გაინტერესებთ რა საშუალებით არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება, გაეცანით ინსტრუქცია სრულად.

1. საღებავის სუნი მოშორება ამ სიმძაფრის შემცირება შიელძება რამდენიმე გზით. ყველაზე გავრცელებული საშუალება, რა თქმა უნდა ბინის განიავებაა, რაც მოიაზრებს ყველა ფანჯრისა და კარების გაღებას. ეს საშუალება რა თქმა უნდა შველის, თუმცა სუნის სიმძაფრიდან გამომდინარე, ეფექტისთვის ჭირდება რამდენიმე დღე.

2. შემდეგი საფეხურისთვის თქვენ დაგჭირდებათ პირსახოცი და სუფრის ძმრის ხსნარი. ნახევარი ჭიქა ძმარი გახსენით 5 ლიტრ წყალში. ჩაალბეთ მასში პირსახოცები და გაფინეთ ოთახებში. 4 საათის შემდეგ ჩამოხსენით, კვლავ დაალბეთ იმავე ხსნარში და გაფინეთ რამდენიმე საათით.

3. ეს არის ძალიან მარტივი ხერხი. მარილიანი წყალით გაავსეთ თეფშები ან დიდი ჭურჭელი რაც შეგიძლიათ და დაალაგეთ ოთხებში, მთელ ბინაში. ყოველ 4-5 საათში გამოცვლეთ ეს არასასიამოვნო სუნის შემწოვი წყალი და ჩაანაცვლეთ ახლით, სანამ ბოლომდე არ გაქრება საღებავის არასასიამოვნო სუნი.

4. ეს ხერხი გამოდგება მათთვის ვისაც არ ენანებ ყავა. აიღეთ ყავა, გახსენით ის და მოათავსეთ ოთახებში. გარკველი დროის შემდეგ არასასიამოვნო არომატი ბინიდან გაქრება, თუმცა ყავა იქნება გადასაგები. ყავის ნაცვლად შეიძლება გმოყენებული იქნეს ეთერული ზეთები. შეგიძლიათ აიღოთ ბამბა გაჟღინთოთ მათით და მოათავსოთ ოთახებში.

5. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ პრობლემის გადასაჭერად გამოგადგებათ შეშის ნახშირი. თასში მოათავსეთ ნახშირები და გაანაწილეთ ოთახებში.გარდა ნახშირისა შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი და ხახვიც. დაჭერით ის 4 ნაწილად და გაანაწილეთ ოთახებში. რამდენიმე დღის მერე მოაგროვეთ ყველა და გადაყარეთ.

6. ანთებული სანთლები დაგეხმარებათ გაწმინოდოთ ჰაერი მავნე და საშიში აირებისგან. მას შემდეგ რაც რამდენიმე საათი იქნება სანთლები წვის მდგომარეობაში, გაანიავეთ ცოტა ხნით მთელი სახლი რათა გავიდეს ნამწვავი შენობიდან. განიავებისას, საღებავის არასასიამოვნო სუნიც გაქრება.

რაში გამოვიყენოთ გაზიანი სასმელები



მეტი სივრცე პატარა სახლში

 

მცირე საცხოვრებელი ფართი გაქვთ ? სწორი და გემოვნებიანი არჩევანის შემთხვევაში შეძლებთ საკმაოდ ლამაზი ოთახის მოწყობას და მცირე სივრცის გამოთავისუფლებას.

1. გამოიყენეთ ტრანსფორმირებადი დივანი - საწოლის ნაცვლად, დაკეცილ მდომარეობაში იგი იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს. დღისით მისი გამოყენება შეიძლება რამდენიმე ადამიანის დასაჯდომად, ღამით კი მარტივად ტრანსფორმირდება საწოლად.

2. აირჩიეთ ღია ფერის ავეჯი, ვინაიდან მუქი ტონები ვიზუალურად ამცირებენ სივრცეს და ამძიმებენ მას. გარემოს შესამსუბუქებლად შესაფერისი იქნება მოქნილი გვერდების მქონე სკამები.

3. დაკიდეთ ტელევიზორი სპეციალურ საკიდზე , ასევე ჩამოსაკიდი თარო, მათზე დაეტევა თქვენთვის აუცილებელი ნივთები, სანათი და წიგნები.

4. კლასიკური მაგიდის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე ზომის გასაშლელი მაგიდა. ასეთი მაგიდის ზოგიერთი ვარიანტი ემაგრება კედელს და იშლება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე მცირე ადგილს დაიკავებს პატარა გასაშლელი "მაგიდა-წიგნი".

მეტი სივრცე პატარა სახლში



როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე (კუსტარულად)?!

 

ცენტრალური გათბობა ძვირი სიამოვნებაა და თან ამასთანავე მას შეზღუდვები გააჩნია. ძირითადად ასეთი სისტემები მუშაობს გაზზე ან ელექტრო ენერგიაზე (რა თქმა უნდა ბევრ ელექტრო ენერგიას მოიხმარს). რა ვქნათ მაშინ, როდესაც ვიმყოფებით ქვეყნის პერიფერიაში, სადაც არ არსებობს გაზ-გაყვანილობა და ადამიანებს არ შეუძლიათ ძვირადღირებული ელექტრო სისტემების შეძენა. ამ ინსტრუქციაში ახსნილია, თუ როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე კუსტარულად.

1. პირველ რიგში თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ რამე სახის ღუმელი, რომელიც შეშის წვის შედეგად ათბობს ოთახს. ასევე მოიმარაგეთ მეტალის ნაჭრები, მეტალის შესადუღებელი აპარატურა/მასალები, გამათბობლის სტანდარტული ბატარეები და მილები.

2. დაადუღეთ მეტალის ნაჭრები ღუმლის გარშემო ისე, რომ წყლის ერთგვარი რეზერვუარი მიიღოთ. მას შემდეგ რაც რეზერვუარს წყლით გაავსებთ, ეს ყველაფერი გახდება თქვენი გათბობის სისტემის ეგრეთწოდებული "ქვაბი".

3. გაანაწილეთ ბატარეები თქვენი სურვილისამებრ სხვადასხვა ოთახებში და მიუერთეთ ისინი ერთმანეთს.

4. გაავსეთ ბატარეები წყლით.

5. მიუერთეთ სისტემა "ქვაბს" და გაათბეთ ყველა ოთახი თანაბრად. წყალი ტემპერატურას ზოგადად დიდხანს ინარჩუნებს და შეშის კარგად მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სისტემით სასურველი შედეგის მიღება.

ცენტრალური გათბობა კუსტარულად