facebook pixel Ecohouse - ეკოჰაუსი - სილიკონის ფარდების რეალიზაცია

ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები

რა არის სილიკონის ფარდა?

სილიკონის ფარდა არის დრეკადი და გამჭირვალე. თერმო ფარდა სილიკონის 20 სმ სიგანის ზოლებია, რომლებიც მყარი სამაგრით მაგრდება ( პლასმასის ან მოთუთიებული მეტალის) ღიობზე. სამაგრები, მოძრაობის დროს ფარდას აბრუნებს საწყის პოზიციაზე. რისთვის გამოიყენება სილიკონის ფარდა ? დრეკადი და გამჭვირვალე სილიკონის ფარდები ინდუსტირულ შენობებში კარების შიდა დამატებითი იზოლაციისთვის და ღიობების შესავსებად გამოიყენება. ასევე შესაძლებელია თერმო ოთახის კედლეებად გამოყენება. ძლიერი იზოლაციური მახასიათებელი საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც სათავსოს კარი ღიაა. სილიკონის ფარდების მოქნილობა ადამიანებისა და მანქანების სწრაფი გადაადგილების საშუალებას იძლევა. თერმო ფარდა ასევე გამოიყენება ისეთი ოთახების შესაფუთად, სადაც რადიაციის გამომყოფი აპარატურაა მოთავსებული, რადგან სილიკონის ფარდები ამცირებს რადიაციის გავრცელების არეალს.