ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები

კომპანია ეკოჰაუსი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს

ობიექტების მშენებლობა

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ობიექტების, როგორც ცალკეული ეტაპების, ასევე მთლიანი პროექტის დაგეგმვასა და შესრულებას.

პროექტირება და დაგეგმვა

შენობებისა და სხვადასხვა სტრუქტურული ობიექტების საპროექტო, გრაფიკული და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება.

საინჟინრო ქსელების დაგეგმვა

წყალგაყვანილობის, სუსტი და ძალოვანი ელექტროგაყვანილობის, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების დაგეგმვა-პროექტირება და შესრულება.

საკონსულტაციო მომსახურეობა

სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობების სასტარტო საკონსულტაციო მომსახურეობა.

დამატებითი სერვისები

CNC პლაზმა

ლაზერული ჭრა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გზაა, მისცეთ მეტალის ნივთს სასურველი ზომა და ფორმა. CNC PLASMA - ს დახმარებით თქვენ შეგეძლებათ მოიწყოთ ორიგინალური გარემო, გაუკეთოთ მეგობარს განსხვავებული და შთამბეჭდავი საჩუქარი, საკუთარი გემოვნებით შექმნათ ოფისისა თუ სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ორიგინალური დეტალები.

კონტეინერების გაქირავება

"ეკოჰაუსი" გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის კონტეინერების გაქირავების სერვისს. აღნიშნული კონტეინერების გამოყენება შესაძლებელია საოფისე, სასაწყობე, საცხოვრებელი და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. გარდა სტანდარტული ზომისა და სპეციფიკაციისა, შესაძლებელია ნებისმიერი პარამეტრების და მოთხოვნის შესაბამისი კონტეინერის დამზადება და მოწოდება.

თერმული ღებვა

„ეკოჰაუსი“ გთავაზობთ ლითონის ნაკეთობების თერმულ ღებვას.
შეღებვის შემდეგ ნაკეთობა გადის თერმულ დამუშავებას,
რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ საღებავი არ გახუნდება და არ
დაიკაწრება, გაუძლებს ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას და
ნებისმიერ მექანიკურ დატვირთვას, შეინარჩუნებს პირვანდელ ფერს
და გაიწმინდება მარტივად.

სპეც ტექნიკის გაქირავება

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სპეც. ტექნიკის მომსახურების სერვისს საქართველოს მაშტაბით, უკვე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ სასურველი მომსახურება ნაკლები დანახარჯებით და მაღალი ხარისხით. სპეც ტექნიკის ქირაობა შესაძლებელია როგორც დღიურად ასევე მოცულობითი სამუშაოების მიხედვით.