ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანია შპს ეკოჰაუსსა და შპს იზი ლაიფ ჯორჯიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული დოკუმენტაციის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას კოლეგიალური თანამშრომლობის შესახებ.
იზი ლაიფ ჯორჯია ოფიციალურად წარმოადგენს გერმანულ კომპანიას – DENAIR -ს რომელიც ჰაერის კომპრესორების მწარმოებელ კომპანიებში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად სახელდება.
DENAIR-ს 25 წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული აქვს მილიონობით პროექტი. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუციის შექმნასა და სრულყოფილ მომსახურეობაზე: ინჟინერია, პროექტირება, მონტაჟი და გაყიდვის შემდგომი მომსახურეობა.
მემორანდუმის მიზანია: კომპანიებმა – ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში მოახდინონ მშენებლობის შემდგომ, საწარმო ხაზის, ჰაერის კომპრესორებით სრული უზრუნველყოფა.