№1 კომპანია ინდუსტრიულ მშენებლობაში

Golden Brand რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea -ს და The FINANCIAL -ს ეკუთვნის. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის, ბაზარზე ოპერირების, პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.

ოქროს ბრენდი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. 2019 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა, საკონსულტაციო კომპანიებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
ეკოჰაუსი სიამაყით აცხადებს, რომ გახდა 2019 წლის ოქროს ბნრენდის ჯილდოს მფლობელი, როგორც საუკეთესო კომპანია ინდუსტრიულ მშენებლობაში.