პოლიურეთანის სამაცივრე (იზოთერმული) კარი ძირითადად გამოიყენება სამაცივრე მეუნეობებსა და ოთახ მაცივრებზე. ის გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციითა და ჰერმეტულობით. იზოთერმული კარი ერთმანეთისგან განსხვავდება დანიშნულების მიხედვით, არსებობს პლიუს მაცივრებისთვის და მინუს მაცივრებისთვის . პლიუს მაცივრის კარისგან განსხვავებით ,საყინულე (მინუს ) მაცივრის კარს აქვს ჩარჩოს გათბობის ფუნქცია, რაც იცავს კარს ყინულის დაგროვებისგან. სამაცივრე კარი შეიძლება იყოს სხვადასხვა გაღებით: ანჯამებზე ან გორგოლაჭებზე.