ინდუსტრიული მშენებლობა

სამაცივრე მეურნეობები

სამაცივრე-შენობა

კომპანია ‘’ეკოჰაუსი’’ რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სამაცივრე სათავსოების მშენებლობას (პლიუს მაცივრები, მინუს მაცივრები, შოკ მაცივრები, სამაცივრე მეურნეობები). თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიციური სპეციალისტები, იძლევა ხარისხის მაღალ კოეფიციენტს. კომპანია „ეკოჰაუსი“ გთავაზობთ პროექტის და დანიშნულების მიხედვით სენდვიჩ პანელის სისქის ,იზოთერმული კარების, იატაკის ტიპის და სამაცივრე აგრეგატების შერჩევას.

საწარმოები

საწარმოს-მშენებლობა

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მშენებლობა. მათგან უმეტესი ნაწილი ახალი სამშენებლო ტექნოლოგიებით და მასალებით სრულდება (სედვიჩ პანელებით). სენდვიჩ პანელი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალაა, ის ხელს უწყობს საწარმოში სტაბილური ტემპერატურის შენარუნებას. ასევე ამცირებს მშენებლობის ვადებს და დამატებით ხარჯებს . კომპანია „ეკოჰაუსმა“ არაერთი საწარმო ააშენა. მათ შორისაა სვანეთის რძის გადამამუშავებელი საწარმო, შუმის ღვინის ქარხანა, ქუთაისის დაფნის ქარხანა და სხვა. კომპანია „ეკოჰაუსი“ გთავაზობთ საწარმოების მშენებლობას, კონცეფციიდან დეტალური პროექტის ჩათვლით, ობიექტის მშენებლობით და მანქანა-დანადგარების შესყიდვა-მონტაჟით.

ფერმები

ფერმების-მშენებლობა

თანამედროვე ფერმების რაოდენობა საქართველოში ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სხვადასხვა სახის ფერმის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა შეისწავლა ყველა ტიპის ფერმისთვის განკუთვნილი პირობების შექმნა: კონსტრუქციის სიმაღლე, იატაკის ტიპი, ასევე მათთვის განკუთვნილი ( სტაბილური, უცვლელი) ტემპერატურის შექმნა, სადგომებისა და გალიების განლაგების დაგეგმვა მოწყობა. კომპანია „ეკოჰაუსი“ გთავაზობთ ცხოველისა და ფრინველის ფერმის მშენებლობას , პროექტირებიდან – სადგომებისა და გალიების მონტაჟის ჩათვლით.

საწყობები

სასაწყობე-შენობა

კომპანია “ეკოჰაუსი“ გთავაზობთ სასაწყობე შენობების დაპროექტებას, მშენებლობასა და სრულყოფილ აღჭურვას (დანადგარები, სტელაჟები). ასევე გთავაზობთ, არსებული რკინის კონსტრუქციის სენდვიჩ პანელებით შეფუთვას. სასაწყობე (ანგარის ტიპის) ნაგებობის სენდვიჩ პანელებით მშენებლობის უპირატესობა, სისწრაფე და დაბალი ფასია ( ტრადიციულ სამშენებლო ტექნოლოგიებთან შედარებით). ასევე ის არის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ხარჯების გარეშე, შენობაში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას.

სამაინერო ფერმები

სამაინერო-ფერმები

დღესდღეობით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ელექტრონული ფულის მაინინგი. კომპანია „ეკოჰაუსმა“ საქართველოში წამატებით განახორციელა რამდენიმე დატა ცენტრის მშენებლობა. გთავაზობთ დატა ცენტრის პროექტირებას და მშენებლობას , კონცეფციიდან – სტელაჟების , აგრეგატებისა და მაინერების მონტაჟის ჩათვლით , რომლის სამშენებლო და საინჟინრო კონცეფცია შემუშავებულია ჩვენი ინჟინერ-არქიტეტორების მიერ.