PPGI არის წინასწარ შეღებილი მოთუთიებული რკინის ფურცლოვანა, მას აგრეთვე უწოდებენ, დაფერილ ფოლადის ფურცელს. მიმდინარე მომენტისათვის GI-აბრევიატურა, გამოიყენება სუფთა თუთიის აღსანიშნავად. ხოლო PPGI ქარხნულად დამზადებულ შეღებილ მოთუთიებულ ფურცლოვანის ნაწარმს წარმოადგენს, სადაც რკინის მასალის შეღებვა ხდება ნაწარმის ფორმირებამდე. მსგავსი სახით თუნუქის დაფერვას, ხშირად უწოდებენ თერმულ ღებვასაც. თუნუქი, შეღებვამდე განიცდის როგორც მოთუთიავებას ასევე სხვადასხვა სახის დანამატებით გაწმენდას, რაც საბოოლოდ ნაწარმს სძენს გამძლეობას კოროზიის მიმართ და ფერის მდგრადობას. PPGI-ის გამოყენება ხდება როგორც ინდუსტიულ ასევე სამოქალაქო მშენებლობებში, მაგალითისვის მისგან იწარმოება: მეტალოკრამიტის სახურავები, პროფნასტილი და მათი აქსესუარები, მილები, თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილები. ასევე გამოიყენება როგორც მოსაპირკეთებელი მასალა.
თუნუქი, შეღებვამდე განიცდის როგორც მოთუთიავებას ასევე სხვადასხვა სახის დანამატებით გაწმენდას, რაც საბოოლოდ ნაწარმს სძენს გამძლეობას კოროზიის მიმართ და ფერის მდგრადობას.