დამატებითი სერვისები

კონტეინერების გაქირავება

კონტეინერების-გაქირავება

“ეკოჰაუსი” გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის კონტეინერების გაქირავების სერვისს. აღნიშნული კონტეინერების გამოყენება შესაძლებელია საოფისე, სასაწყობე, საცხოვრებელი და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. გარდა სტანდარტული ზომისა და სპეციფიკაციისა, შესაძლებელია ნებისმიერი პარამეტრების და მოთხოვნის შესაბამისი კონტეინერის დამზადება და მოწოდება.

თერმული ღებვა

„ეკოჰაუსი“ გთავაზობთ ლითონის ნაკეთობების პროფესიონალურ თერმულ (იგივე ელექტროსტატიკურ) ღებვას. შეღებვის პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ფხვნილოვანი საღებავები. შეღებვის შემდეგ ნაკეთობა გადის თერმულ დამუშავებას, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ საღებავი არ გახუნდება, გაუძლებს ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას და ნებისმიერ მექანიკურ დატვირთვას. ასევე, საღებავი თანაბრად ნაწილდება მთელ ზედაპირზე. და რაც მთავარია, შეღებილი ნივთის გამოყენება უმოკლედ ვადაში შეგეძლებათ! თერმული ღებვა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომ ლითონის ნაკეთობას მისცეთ სასურველი ფერი. (ფერების არჩევანი ძალიან დიდია!) საღებავი არ იკაწრება, ინარჩუნებს პირვანდელ ფერს და იწმინდება მარტივად. თერმული ღებვის უპირატესობებს აქტიურად იყენებენ ავტომოყვარულები. მანქანის დისკების დაფერვა უკვე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა და შედეგი მართლაც არაჩვეულებრივია! „ეკოჰაუსი“ დაგეხმარებათ, რომ მანქანის დისკებს და სხვა ლითონის ნაკეთობებს მისცეთ განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფერი თერმული ღებვის მეშვეობით. შედეგით კი აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!

termuli-gebva

პლაზმური ჭრა

ლაზერული ჭრა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გზაა, მისცეთ მეტალის ნივთს სასურველი ზომა და ფორმა. დიზაინს თავად ირჩევთ, ჩვენ კი დაგეხმარებით რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოთ თქვენთვის სასურველი სახის ლითონის ნაკეთობა. CNC PLASMA – ს დახმარებით თქვენ შეგეძლებათ მოიწყოთ ორიგინალური გარემო, გაუკეთოთ მეგობარს განსხვავებული და შთამბეჭდავი საჩუქარი, საკუთარი გემოვნებით შექმნათ ოფისისა თუ სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ორიგინალური დეტალები.

plazmuri-chra