კომპანიის შესახებ

ააშენე ბიზნესი, აქციე პროგრესი რეალობად !

 

კომპანია ეკოჰაუსი წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას. იგი უმსხვილესი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.  2015 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.
ჩვენ ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. ეკოჰაუსის შვილობილი კომპანიები გახლავთ „Ecohouse Factory” და „Ecohosue FIZ”.

კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი – საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური კადრებით, მათი უდიდესი გამოცდილება კომპანიის უმთავრესი აქტივია.

 

მისია და ღირებულებები

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებას. სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენი ხედვა

ეკოჰაუსის ხედვაა შეინარჩუნოს თავისი სტატუსი, როგორც წამყვანი კომპანია სამრეწველო ობიექტების მშენებლობის დარგში. ჩვენ მიგვაჩნია, სამშენებლო კომპანია უდნა გამოირჩეოდეს ნდობით. ასევე, მუდმივი განვითარებით და ზრდით უზრუნველჰყოფდეს დამკვეთებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებას.

 

 კომპანიის კორპორატიული ღირებულებები